"ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული...“ - შოვში 23 წლის სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა

გიორგი ზ.
Aa

"3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არავის აღარ გვინახავს. ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული...“ - შოვში 23 წლის სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა. 

"სოფო ბაკურაძე მუშაობდა შოვში.. იყო მარტოხელა დედა, ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში - მუშაობდა დამლაგებლად.3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არავის აღარ გვინახავს. ვეძებდით ცხედარს. ამოცნობაზე ვიყავით წასულები - ველოდებოდით დნმ-ის პასუხს.  ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული", - ამბობს ოჯახის ახლობელი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები