ქეთა თოფურია და გრიგორი ლეპსი ნუცა ბუზალაძეს მხარს უჭერენ
რუსეთსი მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერლები გრიგორი ლეპსი და ქეთა თოფურია American Idol-ში მონაწილე ნუცა ბუზალაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
ისინი ხალხს მეტი აქტიურობისკენ და ქართველი მომღერლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ქეთა თოფურია: "მხარი დავუჭიროთ ნუცას. American idol-ის ისტორიაში ერთადერთი უცხოელი მონაწილეა, რომელიც ტოპ-12-ში მოხვდა!“
გრიგორი ლეპსი: "პირველად ამ შოუს ისტორიაში, ტოპ-12-ში მოხვდა უცხოელი მომღერალი, ქართველი ნუცა ბუზალაძე! მხარე დავუჭიროთ მას!"
შეგახსენებთ, რომ კონკურსი ხვალ გაგრძელდება. ამჯერად, ჟიური ვეღარავის გადაარჩენს, ამიტომ, ნუცას ჩვენი გვერდში დგომა ძალიან სჭირდება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები