მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება გასულ დღეებში მომხდარ ფაქტს - ძაღლმა 22 ადამიანი დაკბინა და მოგვიანებით, როგორც აღმოჩნდა, ეს ძაღლი ცოფის მატარებელი იყო.
შესაბამისად, ასეთი ზომების მიღება, სწორედ აქედანაა განპირობებული.
ამ მომენტისთვის, დაკვირვების ქვეშ 22 ადამიანი იმყოფება. კარანტინის ზონაში კი სავალდებული გახდა ყველა ცხოველის ვაქცინაცია. აცრილი ცხოველები 60 დღე იზოლირებულნი უნდა იყვნენ.
შეზღუდვების გათვალისწინებით, იკრძალება ქუჩაში ძაღლების გაყვანაც.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები