VIDEO: კადრები სოფელ ლაგვანთიდან - შოვში დაღუპულებს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

გიორგი ამილახვარი
Aa

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

კადრები სოფელ ლაგვანთიდან: ემშვიდობებიან და უკანასკნელ გზაზე აცილებენ შოვში სტიქიის დროს დაღუპულებს. დღეს ლაგვანთაში სამ ადამიანს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ თემო ჩარკვიანს, დიმა ფირცხალავას და ნიკა ჩალაძეს.


კადრებს ლაშა ბერულავა ავრცელებს:




FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები