მეტრო ღრმაღელესთან გვიან ღამით ახალგაზრდა კაცს სცემეს
გუშინ, გვიან ღამით მეტროსადგურ ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე 29 წლის კაცს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ირკვევა, დაზარალებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცს უცნობმა პირებმა ხელკეტებით სცემეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა ამ თემაზე დამატებითი ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები