რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

ლექსო ნოზაძე
Aa

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ტიპის ავტომობილი შეეჯახა.

აღნიშნულ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. წყაროს ცნობით, შემთხვევაკ კრწანისის ტყე-პარკთან მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სადაც ერთმანეთს "ნისანისა" და "ტოიოტას" მარკის მანქანები შეეჯახნენ, 3 ადამიანი დაშავდა.

სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები