კასპის მუნიციპალიტეტში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ასაკოვანი კაცი დააკავეს

23-08-2023
გიორგი ზ.
Aa

კასპის მუნიციპალიტეტში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ასაკოვანი კაცი დააკავეს. 

შემთხვევა სოფელ ხანდაკში მოხდა. ცნობილია, რომ პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან, ნივთმტკიცების სახით, დანა ამოიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული  16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები