2023 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 225 პირის მიმართ დაიწყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 225 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 154 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 6.9 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 764 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება. ამასთან, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებულია 54 შემთხვევა, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში კი ოთხი შემთხვევა.
2023 წლის მარტში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ქურდობა - 417 შემთხვევა
- მუქარა - 262 შემთხვევა
- ოჯახური ძალადობა - 234 შემთხვევა
- ძალადობა - 178 შემთხვევა
- გაუპატიურება - 4 შემთხვევა
- თაღლითობა - 106 შემთხვევა
- ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 312 შემთხვევა
- ყალბი დოკუმენტების დამზადება - 139 შემთხვევა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები