მასკი: "შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი უკვე ყველაფერს აკონტროლებდეს"
17 აპრილს ილონ მასკმა Fox-თან ინტერვიუში თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI-ის) რეგულირების მხოლოდ უბედურის შემთხვევების შემდეგ დაწყება შესაძლოა "ძალიან გვიანი" იყოს, რადგან ამ დროისთვის საზოგადოებაზე კონტროლი უკვე ხელოვნურ ინტელექტს ჰქონდეს.
"თუ რეგულაციებს მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ, როდესაც რამე უბედურება მოხდება, შესაძლოა ძალიან გვიანი იყოს... AI-ი, შესაძლოა, ამ დროისთვის უკვე ყველაფერს აკონტროლებდეს". - თქვა მასკმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
ხელოვნურმა ინტელექტმა კომუნიკაცია ChatGPT-ის საშუალებით დაიწყო. მასკის განმარტებით, AI განსაკუთრებით საშიში მაშინ იქნება, როდესაც პოზიციის გამოხატვას შეძლებს.
მასკის მტკიცებით, Google-ის თანადამფუძნებელმა, ლარი პეიჯმა მას უთხრა, რომ "ციფრული ღმერთის" შექმნა სურს, "რაც შეიძლება სწრაფად".
Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პეიჯმა მას "სახეობისტი" უწოდა, რადგან მისი აზრით AI კაცობრიობაზე ზრუნვას უნდა მოხმარდეს.
ილონ მაკმა "ბაზარზე ბალანსის შესანარჩუნებლად" ხელოვნური ინლექტის მესამე ვარიანტის შექმნა გადაწყვიტა. მისი თქმით, პროექტი "სიმართლის ძიებასა" და "სამყაროს შეცნობას" მოხმარდება.