საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს

29-04-2023
გიორგი ზ.
Aa

საქართველოში, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. იმუნიზაციის კვირეულის მიზანი ცნობიერების გაზრდა და დაავადებების პრევენციაა.

წლევანდელი კვირეული კოვიდ-19-ის პანდემიიის გამო ვაქცინაციის მაჩვენებლის გლობალური შემცირების დაძლევაზეა ფოკუსირებული. ღონისძიების ფარგლებში სასცენო წარმოდგენაც გაიმართა.

ევროპული იმუნიზაციის კვირეული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ არის ორგანიზებული. კვირეული ყოველწლიურად ტარდება ევროპის ქვეყნებში. საქართველო სხვადასხვა აქტივობით უერთდება კვირეულს, რომლის მთავარი მიზანია, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს პროფილაქტიკური აცრების მნიშვნელობასა და სიკეთეზე. აცრა სხვადასხვა  ინფექციური, მათ შორის,  სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებების, უალტერნატივო პრევენციაა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები