გორი და ოთხი სოფელი დაისეტყვა

ლექსო ნოზაძე
Aa

ქალაქ გორში და მის 4 სოფელში ძლიერი სეტყვა იყო.

როგორც ირკვევა, სტიქიის შედეგად განადგურდა მოსავალი, ასევე დაიტბორა გორის სავაჭრო ცენტრი და ქალაქის ქუჩები, რის გამოც გადაადგილება შეუძლებელი გახდა.

სტიქიის ხანგრძლივობა, დაახლოებით, ნახევარ საათს შეადგენდა და ამან მძიმე შედეგებიც მოიტანა.

ზარალის ანაზღაურებასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამატებითი ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები