ძალიან მაგარი ამბავი ისრაელიდან: ჰამასის თავდასხმამდე წყვილმა ბომბსაფარში 10 თვის ტყუპების დამალვა მოასწრო და 14 საათის შემდეგ...

გიორგი ამილახვარი
Aa

ახალგაზრდა ისრაელელმა წყვილმა, ითაი და ჰადარ ბერდიჩევსკებმა ჰამასის ტერორისტების მათ სახლში შეჭრამდე წუთებით ადრე 10 თვის ტყუპების ბომბსაფარში დამალვა მოასწრეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Walla ავრცელებს.

ბერდიჩევსკების ოჯახი ღაზის სექტორიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, კიბუც კფარ ღაზაში ცხოვრობდნენ. 7 ოქტომბერს, სახლის კართან სროლის ხმის გაგებისთანავე ბერდიჩევსკებმა ბავშვების ბომბსაფარში დამალვა მოახერხეს, შემდეგ კი ტერორისტებთან შებრძოლებაც სცადეს.

თავდამსხმელებმა ითაი და ჰადარ ბერდიჩევსკები მოკლეს, თუმცა, ტყუპებს ვერ მიაგნეს. ბავშვები 14 საათის შემდეგ ისრაელელმა სამხედროებმა უვნებლად იპოვეს და ბე­ბი­ას გა­დას­ცეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები