დავლაძეების და შომახიების ოჯახს ბინა გადასცეს

ლექსო ნოზაძე
Aa

დავლაძეების და შომახიების ოჯახს, რომლებიც 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავდჯომარის თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, ბინა გადასცეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე წერს.

"დღეს ბათუმობის მოსალოცად დემე გვესტუმრა

დემეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ქონდა და ბატონმა თორნიკემ  საჩუქრით ძალიან გაახარა. 

დღეს ბათუმობაა და ყველა ბათუმელის დიდი ტკივილია 2021  წლის   8  ოქტომბერიმაგრამ, ყველა ბათუმელმა  უნდა იცოდეს, რომ ბატონ  თორნიკეს არასდროს არ ავიწყდება    დემე   რამდენიმე კვირის წინ  მან საოცარი სიუპრიზი გაუკეთა. მისი ინიციატივით დემე დავლაძე და ნიკოლოზ შომახია  მამებთან ერთად  ნაპოლიში  იმყოფებობდნენ კვარას თამაშზე 

ასევე, ბატონი თორნიკეს გადაწყვეტილებით დავლაძეების და შომახიების ოჯახს საკუთრებაში  გადაეცა საცხოვრებელი ბინები" - წერს თინა ზოიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები