"ვალი 20 000-მდე ჰქონდა,10 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი", - 33 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ახალი დეტალები

30-04-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

“სავარაუდო მოტივი ფულია, სადღაც 20 000-მდე აქვს აღებული და მისაცემი ჰქონდა სხვისთვის. ეტყობა გაჟონა ინფორმაციამ და სავარაუდოდ, ესენი დაედევნენ ჯეირანს. 

ჰქონდა ტურისტული სააგენტო. რა თქმა უნდა, [საქმიანობა გახდა მოტივი], დაჯგუფებაა ესენი რუსები არიან, ახალი ჩამოსულები არიან და მათ უნდოდათ ეტყობა ხელში ჩაგდება კომპანიის. 10 ტყვია აქვს, 10-ვე თავში, ეტყობა იცნო ვინც იყო. ფული წაღებულია, ოქრო, აბსოლუტურად ყველაფერი წაღებულია”,- ამბობს “მთავარ არხთან” პირი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 33 წლის ჯეირან მარღანიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მკვლელობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები