"დედა ამას მალავდა", - ქუჩაში მიტოვებული ჩვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი
ზუგდიდში ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ის, სავარაუდოდ, 2 დღისაა.
ცნობილია, რომ ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს. დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები