შვილის მკვლელობის ბრალდებით გორში 70 წლამდე მამაკაცი დააკავეს

16-10-2023
გიორგი ზ.
Aa

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში, შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს - 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები