გორში, მამამ შვილს თავში ნაჯახი ჩაარტყა და მოკლა - საზარელი შემთხვევის ახალი დეტალები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში 67 წლის მამამ 39 წლის შვილს თავში ნაჯახი ჩაარტყა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა.
67 წლის ივანე აწკარუნაშვილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები