ღაზის სექტორში მომდევნო 24 საათში სრულ კატასტროფას ელიან - რას ამბობს გაეროს წარმომადგენელი
გაეროს წარმომადგენელმა ფილიპე ლაზარინიმ ღაზის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ღაზის სექტორში წყალი და ელექტროენერგია იწურება. ღაზას წყლის მარაგი აღარ აქვს, რაც უახლოეს პერიოდში უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.
ასეთი ტემპით მალე საკვებისა და წამლის დეფიციტიც უდიდესი პრობლემა გახდება. ბოლო 8 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში არცერთი წვეთი წყალი, არც ხორბლის მარცვალი და არცერთი ლიტრი საწვავი არ დაშვებულა."
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იზოლაციაში მოქცეულ ტერიტორიაზე მხოლოდ 24 საათის სამყოფი წყალი, ელექტროენერგია და საწვავია დარჩენილი.
ჯანმო დარჩენილი რესურსის ამოწურვის შემდეგ "ნამდვილ კატასტროფას“ პროგნოზირებს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები