"ერთადერთ რამეზე მწყდება გული" - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი American Idol-დან გამოთიშვის შემდეგ
სამწუხაროდ, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტურნირს გამოეთიშა.
მოგეხსენებათ, ნუცა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის 12 მონაწილეს შორის იყო, მაგრამ ათეულში ვერ გადავიდა.
ქართველმა მომღერალმა კონკურსის დატოვების შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს მიმართა.
"ერთადერთ რამეზე მწყდება გული, პრინციპში არც მწყდება. ის მომენტი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ცუდ კომენტარებს მიწერდნენ, მინდა, რომ ძალიან მალე ნახონ, რომ ცდებოდნენ." - განაცხადა ნუცამ.
ამერიკული მეგაშოუს ლაივში ნუცამ Queen-ის სიმღერა "Show must go on" შეასრულა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები