ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები პორკურატურას ახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ
თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ.
მოგეხსენებათ, გასულ დღეებში ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამომძიებელმა მედიასთან სხვადასხვა თემაზე ისაურბა, რამაც საქმის განაჩენი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
კერძოდ, გამომძიებელი მიიჩნევს, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ისინი ყველაფერს იზამენ, რომ საქმე განახლდეს და თუ საჭირო იქნება, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც დაუკავშირდებიან.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე დღეში კი იგი თავისივე მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები