საზოგადოების ნაწილი გაოცებულია - 45 წლის კაცმა ამ პროცესის შესაჩერებლად საკუთარი შვილის სისხლი გადაისხა
უკვდავების იდეით შეპყრობილი მილიარდერი ბრაიან ჯონსონი ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ცოტა ხნის წინ მან თითქმის შიშველმა იპოზიორა და შედეგები რომ ეჩვენებინა, ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ჯონსონი, რომელიც ახლა 45 წლისაა, წელიწადში დაახლოებით ორ მილიონ დოლარს ხარჯავს ბიოლოგიური დაბერების პროცესის შესანელებლად. გაახალგაზრდავების მიზნით, მილიარდერს 17 წლის ვაჟის სისხლი გადაუსხეს, ის ხშირად მიმართავს კოსმეტოლოგებსაც და სხვადასხვა პროცედურებს იკეთებს სახესა და ყელზე. ცოტა ხნის წინ კი ასევე განაცხადა, რომ ცდილობს ერექციული დისფუნქციის ნიშნებს დარტყმის ტალღის თერაპიის გამოყენებით ებრძოლოს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯონსონი იცავს მთელ რიგ მკაცრ წესებს და ცხოვრობს უჩვეულო რუტინის მიხედვით. ის საღამოს რვის ნახევარზე მიდის დასაძინებლად და დღეში დაახლოებით ხუთ საათს ატარებს ერთგვარ მედიტაციაში, რომელსაც "კონცენტრირებულ ჭვრეტას" უწოდებს.
წყარო: primetime.ge