"კვდებიან უცებ, კრუნჩხვით და წამებით" - რას ამბობს ძაღლების უფლებადამცველი?
ცხოველთა უფლებადამცველმა, მიშა კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ძაღლები მოუწამლეს.
როგორც თავად ამბობს, აპირებს, რომ საქმე ბლომდე გამოიძიოს.
"ჩემი ბრალია. ვერ შევძელი მათი დაცვა. ახლაც დაუცველები არიან, რადგან სახლის ეზოს ტერიტორია საკმაოდ დიდია და საწამლავი ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს შემოყრილი ან გადმოყრილი.
ნაწვიმარია და შეუძლებელია ამხელა ტერიტორიაზე რამის პოვნა. სამწუხაროდ მათი სხვა ტერიტორიაზე გადაყვანის შესაძლებლობა ამ წუთას არ მაქვს და რომც მქონდეს რომელს, როდის ან რა რაოდენობით აქვთ ნაჭამი არავინ იცის.კვდებიან უცებ, კრუნჩხვით და წამებით.
ამის კონტროლი შეუძლებელია. მხოლოდ განგების იმედად ვარ. ალბათ ცისარტყელაზე წასულები მაპატიებენ, არ ვიცი, მაგრამ მე ამის ჩამდენს არ ვაპატიებ!სულ რომ სიცოცხლის და თავისუფლების აღკვეთის ფასად დამიჯდეს", - წერს კაჭკაჭიშვილი.