ანდრია ჯაღმაიძე: "სინოდზე ეს საკითხები განვიხილეთ, სხვა ყველაფერი სპეკულაციებია"
დღეს სინოდის სხდომა იყო, რომელზეც ილია მეორეს მიერ ინიცირებული საკითხები მიმოიხილეს.
სხდომის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ, მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"მიმოვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების მდგომარეობა. ეპარქიები, რომლებიც საოკუპაციო ხაზზეა. ასევე ვისაუბრეთ ეპარქიებზე, რომლებიც მაღალმთლიან რეგიონებშია.
განვიხილეთ ზოგადად პოლიტიკური და საომარი ვითარებები, რაც ჩვენს რეგიონში და ახლო ტერიტორიებზე ხდება. ჩამოვთვალე საკითხები, რაზეც იყო საუბარი, დანარჩენი სპეკულაციებია", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
აქამდე არსებული ინფორმაცია, რომ სინოდის სხდომაზე ილია მეორეს გადადგომის საკითხი განხილულიყო, ყველა სასულიერო პირმა ერთხმად უარყო.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები