ცნობილია - როგორ გაიქცნენ პატიმრები ავერსის კლინიკიდან

03-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ ავერსის კლინიკიდან ბადრაგებს 3 პატიმარი გაექცათ. 

დღეს პროკურატურამ საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალი წარუდგინა - საქმე ისაა, რომ მან პატიმრები მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და კარიც არასათანადოდ ჩაკეტა, რითიც პატიმრებმა ისარგებლეს.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

საბადრაგო ჯგუფის უფროსი სამართალდამცავებმა 2 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გრძელდება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები