რატომ ამბობს უარს ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანაზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ "მეტრონნომთან ინტერვიუში" აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების პროსტესთან მიმართებით ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
- რატომ უგულებელჰყოფს პრემიერი მშობლების თხოვნას და რატომ არ ხვდება მათ?
"არ ვიცი, გამოცანა ეს ჩემთვისაც. არ შემიძლია ნამდვილად ამის ახსნა. ეს, უბრალოდ, არაადამიანური დამოკიდებულებაა. როდესაც 2 კვირაზე მეტი დედები შენს რეზიდენციასთან ათენებენ წვიმასა და სიცივეში, წამალს ითხოვენ და მათთან შეხვედრა, ახსნა-განმარტების მიცემა არ ხდება, არ ვიცი, ეს არის სიჯიუტე, სიბრიყვე თუ ზედაპირული დამოკიდებულება".
არის, თუ არა უსაფრთხო აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტის, "ვოსორიდიტის" მიღება?
მან თქვა, რომ არანაირი გვერდითი მოვლენა მას თან არ ახლავს და ეს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ტყუილია.
ეს აბსოლუტური ტყუილია. არ არსებობს რამე სახეს სერიოზული გვერდითი მოვლენა. შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენა ინექციის ადგილას ან ისეთი როგორიცაა წვა, რაც შეიძლება ნებისმიერ წამალს ჰქონდეს, მაგრამ სერიოზული ანდა საშუალოდ სერიოზული გართულებაც კი არც ერთ კვლევაში არ დაფიქსირებულა და უფრო მეტიც, ორი უმაღლესი და ყველაზე სანდრო მარეგულირებელი არსებობს მსოფლიოში ამერიკის FDA და ევროკავშირის EMA და ორივეს მიერ აღიარებულია ეს წამალი.
ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მისი გამოყენება, ამით მკურნალობენ, სახელმწიფოებიც ჩართულია. შესაბამისად, არგუმენტი, რომ რაღაც სახის გართულებები ახლავს თან ამ მედიკამენტს, არის არა, უბრალოდ, ფაქტების დამახინჯება, არამედ უხეში ტყუილი", - თქვა ჩიხლაძემ.