ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ლექსო ნოზაძე
Aa

პროკურატურამ თამარ ბაცალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამომდინარეობს იმ განცხადებებიდან, რომელიც პროგრამისტის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გააკეთა.

გამომძიებელი სერგო ჩუბინიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე დაუბარეს და როგორც ცნობილია, იგი შესაბამის დაწესებულებაში დღეს უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს გამომძიებელმა ბაჩალიაშვილის საქმეზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ არ სჯერა ვერსიის, რომლის მიხედვითაც თამარმა თავი მოიკლა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები