"საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ", - მურმან ლებანიძის ლექსი, რომელიც რეალობას ასახავს
მურმან ლებანიძეს უამრავი მაღალი დონის ლექსი თუ ნაწარმოები შეუქმნია. ერთ-ერთ მათგანს საზოგადოება საქართველოს დღევანდელ პრობლემებს უკავშირებს:
“გვიან გავიღვიძეთ – ბორბლებაშვერილი,
გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი…
საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ,
სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები.
გვიან გავიღვიძეთ – ჭიშკრები დაღებული!
(ტყემალზე თუ არა ხომ ვსხედით ჭადარზე.)
რის თავისუფლება?! – სამშობლო წაგებული,
მიწები დაყიდული ლეკსა და თათარზე!
დროდადრო ლამის ტვინი ავასხა ცამდე –
ეს ჩემი წყალ-ჭალა რომ მიაქვს, ვისთან მიაქვს?!
მწადს თავი გავუპო პრიმიტივს ამდენს,
ზედ გადავუარო ამდენ ხისთავიანს!
გვიან გავიღვიძეთ – ბორბლებაშვერილი,
გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი…
საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ
სახლი პატრონობას ჩემობენ მდგმურები!”
ლექსი - "გვიან გავიღვიძეთ".
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები