რამზან კადიროვმა 18 წლის შვილი ჩეჩნეთის მინისტრის მოადგილედ დანიშნა
რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი ახმატი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ახმატ კადიროვი 8 ნოემბერს 18 წლის გახდა.
მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ცალკე არ გავრცელებულა, თუმცა კადიროვმა თავისი შვილის ახალი თანამდებობის შესახებ მან თავის ტელეგრამზედაწერა, სადაც ის მორიგი დაჯილდოებების შესახებ ყვებოდა.
როგორც კავკაზ.რეალიი განმარტავს, აქამდე ეს თანამდებობა ჰუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა, თუმცა ახლა ის უბრალოდ მინისტრის მოადგილემდე ჩამოაქვეითეს.
მანამდე ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწედ და პროკრემლისტური ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები