თბილისში მოძრავი ავტომობილიდან კაცს 3 ტყვია ესროლეს და დაჭრეს - მანქანა ავტობუსსაც დაეჯახა
თბილისში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევა ფიროსმანის 6 ნომერთან მოხდა, სადაც მოძრავი ავტომობილიდან კაცს 3-ჯერ ესროლეს.
როგორც ირკვევა, გაქცევისას მანქანა ავტობუსსაც დაეჯახა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"მანქანიდან ესროლეს სამი ტყვია, მერე გაქცევა რომ მოინდომა ეტყობა ავტობუსს დაეჯახა და გაიქცა. სავარაუდოდ სამი ტყვია მოხვდა, ერთი ხელში, ორი უკანა მხარეს", - განაცხადა თვითმხილველმა.
ავტობუსის მძღოლის თქმით, მას ჯიპი ნამდვილად დაეჯახა და გაიქცა, მაგრამ არ იცის, გაისროლეს თუ არა იგივე ავტომობილიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები