გასულ ღამეს ქორწილში 29 წლის მამაკაცი მოკლეს - შემთხვევა კახეთში, საგარეჯოში მოხდა
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ქორწილში 29 წლის მამაკაცი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერდაპირისპირება უძღოდა.
კონფლიქტი ფინანსური დავის გამო დაიწყო, რომელიც მოგვიანებით სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სოფელ ლამბალოს მკვიდრ მამაკაცს, თანასოფლელმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ჯავიდ მამაედოვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობაში გულისხმობს.დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები