ოკუპირებულ ზნაურის რაიონში ორი ადამიანი ტრაქტორით მდინარეში გადავარდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ ზნაურის რაიონში ორი ადამიანი ტრაქტორით მდინარე ფრონეში გადავარდა.
როგორც ირკვევა, ტრაქტორს 39 წლის მამაკაცი მართავდა, რა დროსაც საჭეზე კონტროლი დაკარგა და მდინარეში გადავარდა.
ორივე ადამიანი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
1990-იანი წლების დასაწყისიდან ეს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები