დიდი ამბავია, ასეთი ამინდები წლებია არ ყოფილა - როგორია ამინდის პროგნოზი ნოემბრის ბოლომდე

გიორგი ამილახვარი
Aa
დიდი ამბავია, ასეთი ამინდები წლებია არ ყოფილა - როგორია ამინდის პროგნოზი ნოემბრის ბოლომდე

კითხვაზე - როდემდე გაგრძელდება თბილი ამინდი?, „კვირის პალიტრასთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს:

„დარჩენილი ნოემბერიც საკმაოდ თბილი გვექნება, განსაკუთრებით, მეორე დეკადა. მრავალწლიან მონაცემებს თუ შევადარებთ, წლევანდელი ნოემბერი 2 გრადუსით თბილი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ერთეულ დღეებში ან არ იწვიმებს, ან ტემპერატურა არ დაიწევს.რაც შეეხება ნალექს, თუ ნორმებს შევადარებთ, ყოველთვის დასავლეთი საქართველო უფრო მეტად წვიმიანია, ვიდრე აღმოსავლეთი. თუმცა ჩვენი პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ნორმაზე ნაკლები ნალექი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი - ნოემბერი ნორმაზე ცოტა მეტად წვიმიანი. ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 26-27 გრადუსს მიაღწიოს, უფრო ნოემბრის პირველ ნახევარში. 20 რიცხვის შემდეგ უფრო აცივდება. ბუნებრივიცაა, ზამთარს მივუახლოვდებით.“ - აცხადებს ხათუნა ქოქოსაძე.

წყარო: კომერსანტი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები