გაბონის წყლებში მყოფი გემიდან მეზღვაურები გაიტაცეს - მათ შორის 2 ქართველია

ლექსო ნოზაძე
Aa

გაბონის ტერიტორიულ წყლებში მყოფი გემიდან სამი მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგანაც ორი საქართველოს მოქალაქეა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აკეთებს.

"სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად.

სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.

ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან." - ნათქვამია განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები