წამალი დაიდო - აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მედიკამანტები ჩამოვიდა
რამდენიმე თვის წინ თბილისში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები თავიანთი შვილებისთვის მედიკამანტებს ითხოვდნენ ჯანდაცვის სამინისტროსგან.
ძალიან მასშტაბური და ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, მათ თავიანთ საწადელს მიაღწიეს - წამალი რამდენიმე დღეში თბილისში იქნება.
აღნიშნულის თაობაზე ერთ-ერთი ბავშვის დედა წერს:
„ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ.
რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ.
წამალი დაიდო!“, - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები