"გზის 200-მეტრიანი მონაკვეთი გაიქცა, მალე, ალბათ ჯუთა მოსწყდება სამყაროს" - ჯუთაში სერიოზული პრობლემაა
ყაზბეგის მუნიციპალელიტეტის სოფელ ჯუთაში მცხოვრები ნოშრევან არაბულ Facebook-ზე აქვეყნებს პოსტს და გვიამბობს, თუ მდგომარეობაშია ჯუთას გზა.
როგორც ირკვევა, დაზიანებულია გზის 200-მეტრიანი მონაკვეთი, რის გამოც ჯუთა დარჩენილ სამყაროსთან მოწყვეტის საფრთხის ქვეშაა.
"ახლა იმაზე ლაპარაკი თუ როდის, რატომ და როგორ დაიწყო ეს კატასტროფა, უკვე გვიანია. კითხვით კი მაინც ვიკითხავ: რას გვერჩოდნენ? ვინ ეხვეწებოდა? რატომ არ მოგვისმინეს და დაგვიჯერეს?..
ჯუთაში მისასვლელი გზის 200 მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც "გაკეთების" შემდეგ ქვემოთ მიცოცავდა, უკვე გაიქცა... მალე, ალბათ, თან გაიყოლებს გაზის მილსაც და ელგაყვანილობის ბოძებსაც, ჯუთა მოსწყდება სამყაროს, ხალხი დაკარგავს შემოსავლის წყაროს, შეწყდება სატრანსპორტო კომუნიკაცია ჯუთის სასაზღვრო სექტორთან და ა. შ.
სიტუაცია ძალზე სერიოზულია, არაფერს ვაჭარბებ, იქნებ ჯერ კიდევ არაა მთლად უსაშველო, სოფლის მოსახლეობის სახელით მოგმართავთ ყველას, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება, მათ შორის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც, მიიტანეთ გულთან ჩვენი გასაჭირი, თქვენ - შეგიძლიათ, ჩვენ - გვეიმედებით!", - ვკითხულობთ პოსტში.