გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან და შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ

გიორგი ზ.
Aa

"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში", შესაძლოა, გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ზოგიერთი ჯიშის ძაღლების ყოლას/გამრავლებას მხოლოდ 25+ წლის და შესაბამისი სერთიფიკატის მქონე ადამიანები შეძლებენ.

პროექტის თანახმად, იგეგმება, რომ განისაზღვროს მომეტებული რისკის მქონე და დეკორატიული ჯიშის ძაღლები, რომელთა ყოლისთვისაც ადამიანებს სერთიფიკატი დასჭირდებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასეთი კურსის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 2 თვეზე ნაკლები.

პროექტის თანახმად, მომეტებული რისკის ჯგუფის ძაღლების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ
  • ფილა ბრაზილეირო
  • ბულტერიერი
  • ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი
  • არგენტინული დოგი
  • ტოსა ინუ
  • ამერიკული ბულდოგი
  • კანგალი
  • კანე კორსო
  • დობერმანი
  • კავკასიური ნაგაზი
  • შუააზიური ნაგაზი
  • აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი
  • ბერძნული ნაგაზი
  • კრაშის ნაგაზი
  • გერმანული ნაგაზი
  • რუმინული ნაგაზი
  • მასტიფები
  • ბორდოული დოგი
  • კანარის დოგი
  • როტვეილერი
  • რიზენშნაუცერი
  • ლეონბერგერი
  • მარემა
  • მოსკოვური საყარაულო
  • კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი)
  • სტაფორდშირ ბულ ტერიერი
  • ბანდოგი
  • გულდონგი
  • მგლის ჰიბრიდები


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები