"ავბედითმა წუთმა თავზარი დაგვცა.." - ტრაგიკულად დაღუპულ ანასტასიას ემოციურად ემშვიდობებიან
გუშინ, ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შეხვედრას ბაბუისა და მისი დის შვილიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ ავტომობილი დაეჯახათ, როცა ბაბუას ბავშვი სახლში გადაჰყვა.
დაღუპული გოგონა 8 წლის ანასტასია ახალაიაა, რომელმაც პატარა ფოთის საჯარო სკოლამ ემოციური პოსტი მიუძღვნა:
"შენს ზღვა თვალებში ვარსკლავებს ვეფერებოდით..
გვეგონა მზედ აანთებდი სამყაროს,
გვეგონა ერთ ქართველს ლამაზ მომავალს გიხატავდით,მაგრამ ავბედითმა წუთმა თავზარი დაგვცა,სიკვდილმა გულზე დაგვასრისა პატარა ბულბული...
ამ ტკივილთან უსუსურები ვართ, დროც უსუსური იქნება ამ ცრემლთან...
ანასტასია ახალაია, დღეს შენი სკოლა ტკივილმა დაამხო!
უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი!", - ვკითხულობთ პოსტში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები