„იცით რა გადავიხადე მხოლოდ ამ გეგმიურ გამოკვლევებში? შოკში ჩავვარდი“ - რას წერს ბაია პატარაია

დავით ჯანდიერი
Aa

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, თუ რა დაუჯდა მას გეგმიური გამოკვლევები.

როგორც ის წერს, საჭირო ანალიზების გაკეთება მას ჯამში 532 ლარი დაუჯდა, რასაც, რა თქმა უნდა, გაბრაზებული ეხმაურება.

„დღეს ვიყავი ექიმთან, არაფერი განსაკუთრებული, წელიწადნახევარში ან ორ წელში ერთხელ ვიკეთებ იმ გამოკვლევებს, რომელიც რეკომენდირებულია რომ გაიკეთოს ქალმა: ფარისებრი, მკერდი და საშვილოსნო, ეხოები, პაპტესტი, ანალუზები რომ გამორიცხო ონკოლოგია და გადაამოწმო. მოკლედ, რაც საჭიროა რა. იცით რა გადავიხადე მხოლოდ ამ გეგმიურ გამოკვლევებში? 

532 ლარი!!!

შოკში ჩავვარდი. მე რა მიჭირს, ხალხო, დაზღვევა მაქვს. ვისაც დაზღვევა არ აქვს, იმან რა უნდა ქნას? 

და მკურნალობა თუ დამჭირდა, ის რა თანხაზე ავა? 

სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!

წარმოუდგენელია უკვე აქ საშუალო ხელფასით არსებობა", - წერს ბაია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები