"აუცილებლად სიფრთხილე გამოიჩინეთ", - მეტეოროლოგის გაფრთხილება

სახელი არ არის მითითებული
Aa
"აუცილებლად სიფრთხილე გამოიჩინეთ", - მეტეოროლოგის გაფრთხილება

საკმაოდ თბილი ოქტომბრის შემდეგ თბილისში ამინდი ნელ-ნელა უარესდება. 

ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვა მეტეოროლოგმა კობა ფერტენაძემ გააკეთა:

„ბოლო შეფასებების მიხედვით; დღეიდან (საღამოდან) საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა (51-100 კგ/მ2/12 სთ). მოსალოდნელია, რომ ნალექი(20 სმ-ზე მეტი) ამაღამ 1500 მ სიმაღლეზე , ხოლო ხვალ დღისით (ორშაბათი) ამინდის გაცივების გამო, მაღალ სიმაღლეებზე 900-1000 მ-ზე იქნება თოვლისა და ქარბუქის სახით, მთელს ქვეყანაში ხვალ იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.

ზღვაზე იქნება ძლიერი შტორმი!

საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ ისეთი ნეგატიურ მოვლენებთან, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ტრანსპორტის შეფერხება, ქარბუქი მთიან ზონაში.

მშვიდობას გისურვებთ“, - წერს ფარტენაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები