"იყო ცრემლებიც" - საჩუქარი გიორგი კეკელიძეს, რომელიც მისთვის ემოციური აღმოჩნდა

დავით ჯანდიერი
Aa

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

მწერლის თქმით, მან საჩუქრად მეოცე საუკუნის ქართული პოეტური კრებულის ორიგინალი მიიღო, რაც გიორგისთვის ძალიან ემოციური გამოდგა.

"ეს მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოეტური კრებულის ორიგინალია. გალაკტიონ ტაბიძე - ,,თავის ქალა არტისტული ყვავილებით" - 1919 წელი. დღეს მაჩუქა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ნინო გედენიძემ.

ემოციური გამოდგა ჩუქების ამბავი: დედამისი ახლახან გარდაიცვალა. ჩვენი საქმეების გულშემატკივარი გახლდათ და ეს წიგნი დაუტოვებია ჩემთვის ზეპირ ანდერძში. შესაბამისად - იყო ცრემლიც და გაოცებაც. დიდი საჩუქარია", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები