"რაც ეს გავიგე არ მძინავს" - რას ამხელს თამარ ბაჩალიაშვილის დედა?
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში სხვადასხვა დეტალებზე ისაუბრა.
"ჩემი შვილი წამებით მოკლეს, მე გაჩერებას არ ვაპირებ. რაც ეს ამბავი გავიგე არ მძინავს. ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ არაფერს არავის შევარჩენ!
მათვე თანამშრომლის მიერ დადებული ფაქტების შემდეგაც თუ არ მოხდება გამოძიების დაწყება, მივმართავთ რადიკალურ ზომებს, აქცია იქნება, შიმშილობა და სხვა. უკან არ დავიხევ", - თქვა ბაჩალიაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა.
სამწუხაროდ, ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები