ცნობილია - რა მარშრუტით იმოძრავებენ 18-მეტრიანი ავტობუსები
სულ ცოტა ხანში თბილისის მერიის ინიციატივით ქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.
ცნობილია, თუ რა მარშრუტით იმოძრავებენ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები:
N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;)
N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;)
N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;)
N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს)