ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - წვიმა, ზვავებისა და მეწყრის საშიშროება

სახელი არ არის მითითებული
Aa
ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - წვიმა, ზვავებისა და მეწყრის საშიშროება

23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტომ გაავრცელა და მოსახლეობას შესაძლო საფრთხეებზეც ამცნო.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას შეუწყოს ხელი.

„საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები