"ბევრმა პრეტენზია მომწერა" - სტეფანე ნიუ-იორკში გასამართ კონცერტზე პოსტს აქვეყნებს

ლექსო ნოზაძე
Aa

სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში 26 მაისს ნიუ-იორკში გასამართი კონცერტის შესახებ წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, უკვე თან ძალიან ვღელავ და ძალიან მიხარია, რომ ახლოვდება კონცერტის დღე!

ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია და კიდევ დარჩენილია შეზღუდული რაოდენობა...

იქიდან გამომდინარე, რომ ზოგმა საიტმა გადაყიდვის მიზნით, ბევრად დიდი ფასი დაადო, ბევრმა პრეტენზია მომწერა...

გიზიარებთ პირდაპირ WebsterHall ის ლინკს, სადაც შეძლებთ შეიძინოთ ბილეთები, ასევე გიტოვებთ ორგანიზატორის ტელეფონის ნომერს:

+1 (929) 585-9533, სადაც შეგიძლიათ გაარკვიოთ ნებისმიერი ინფორმაცია.

ერთი სული მაქვს, როდის შევხვდებით“, - წერს სტეფანე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები