გაფრთხილება მძღოლებს - აღნიშნულ არეალში მოძრაობა დროებით შეიზღუდა
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია - აღნიშნულ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ის თავისუფალია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები