ოზურგეთში მერიის მიერ მოწყობილ საყვავილეებში მარიხუანა ჩარგეს

ლექსო ნოზაძე
Aa

"მთავარის" ინფორმაციით, ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას მოედანზე მარიხუანას რამდენიმე ძირი აღმოაჩინეს.

მარიხუანა იმ ადგილასაა დარგული, სადაც მერიამ ახალი ე.წ კუბოს ფორმის საყვავილეები გააკეთა.

უცნობია, თუ ვინ დარგო ეს მცენარე. აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, ეს ადგილი გურიის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან 30 მეტრშია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები