"მაცხოვრის საფლავთან მივედი და ვთხოვე, ჩემი სიცოცხლე წაიღე მეთქი" - დათო ევგენიძის ემოციური ისტორია
მუსიკოსი დათო ევგენიძე ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც მის ყოფილ მეუღლეს უკავშირდება.
"დიდი ხნის წინ, ჩემი პირველი ცოლი ავად გახდა. მაშინ "ცე ჰეპატიტის" ასეთი დიაგნოსტიკა არ იყო. მეუღლე გაყვითლდა. ვუყურებდი, თუ როგორ მიქრებოდა თვალწინ იგი, ვერც ფეხზე იდგა, ვეღარც ჭამდა."
"ჩემი მეგობარი მაშინ ისრაელში ცხოვრობდა და შემოწმებაზე სწორედ იქ წავედით. ანალიზები რომ ჩავაბარეთ, პირველი, სადაც წავედით, მაცხოვრის საფლავი იყო. მარტო შევედი და უფალს ვთხოვე, თუ სიცოცხლეა წასაღები, ჩემი წაიღე და ბავშვებს დედა ცოცხალი დაუტოვე მეთქი."
"მეორე დღეს ჩემი ცოლი კარგად გახდა, ფერიც დაუბრუნდა, ჭამაც დაიწყო და შემდეგ პასუხებზეც ერთად მივედით და გვითხრეს, რომ არაფერი სჭირდა."
"ამის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე დავცილდით. ამ ამბის მერე რამდენიმე ხნის შემდეგ, მოსკოვში ერთ ბერს შევხვდი. ბერმა მითხრა ერთი წამით გაჩერდიო და მითხრა, რომ ჩემი რწმენა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ღმერთისთვის არა ჩემი სიცოცხლე შემეთავაზებინა, არამედ მხოლოდ საყვარელი ადამიანის გადარჩენა მეთხოვა. ნათელმხილველი აღმოჩნდა, ჩემი ამბავიც მომივყვა. მე კი მივხვდი, რომ შევცდი. სწორედ, ამ რწმენაზე ვლაპარაკობ." - იხსენებს დათო ევგენიძე.
წყარო: primetime.ge