"სუს-ის მაღალი რანგის ყველა გარეწარი ამ მკვლელობის თანამონაწილეა" - მალხაზ მაჩალიკაშვილი
სპეცოპერაციისას მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხმაურება.
რამდენიმე დღის წინ, საქმის პირველმა გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ საქმე გაყალბდა და ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.
როგორ მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, ის დარწმუნებულია, რომ ამ მკვლელობის მონაწილეები სუს-ის მაღალჩინოსნები არიან.
"ეხლა ვუსმენ ფორმულაზე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაწყებული იმ ახალ პროცესებს, რაც მაგარ და პატიოსან კაცმა სერგო შუბითიძემ ეს საქმე ხელახლად თავდაყირა დააყენა!
მთელი სუსის ნაძირალათა ბრბო გააშიშვლა!
ეს საქმე რათქმა უნდა ჩემთვის, ძაან ნაცნობი საქმია, ასევე მტკივნეული!
მე და ბატონ ჯუმბერს ბევრი ტკივილი გვაკავშირებს ერთმანეთის!
აქ ხშირად ისმის კითხვა, თუ იქნება პოლიტიკური ნება ეს საქმე მთლიანად გაიხსენება, აქ რათქმა უნდა არავის არ ვეთანხმები!
ბატონებო ქალბატონებო მინდა გითხრათ პოლიტიკური ნება არ იქნება არა, არც ხელმეორე გამოძიება არ იქნება!
ნუთუ დღემდე ვერ მიხვდით რასთან და ვისთან გაქვთ საქმე?
სუს-ის მთელი მაღალი რანგის ყველა გარეწარი ამ სადისტური მკვლელობის თანამონაწილეა და გარეულია ამ ბავშვის სისხლში!
გონიათ ისინი ერთმანეთის გაწირავენ?
ეს თამარის საქმე დახურეს, თემირლანის საქმე დახურეს, ორივე საქმეში მთელი სუსი მთელი პროკურატურა და ასევე ყველაზე ბინძური სამხარაულის ექსპერტიზაა გარეული, ასევე დამნაშავეც!
ამ საქმეში ყველაფერი გაყალბებულია, ყველაფერი გაფუჭებულია!
ეს როგორც ყველაზე გახმაურებულ თემირლანის მკვლელობის საქმეში!
აქ ერთი საშველი არის და თქვენი შვილების გადარჩენის გზაც, არის მარტო ამ ხელისუფლების ჩაძაღლება!
სრული ქვეყნის დაუმორჩილებლობის გამოცხადება!
ქართული რუსული ოცნების დამხობა!
სხვა იმედი, რომ ესენი რამე სამართლიანი ნაბიჯს გადაგამენ არა არა!
არც არანაირი საქმის გადკვალიფიცირება არ მოხდება არა!", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.