„ჩემი სიდედრი ამ ნაყენით სიმსივნისგან განიკურნა და მონაზონი გახდა“ - მამა სერაფიმეს ნაყენის ამბავი
ჟურნალმა სარკემ ინტერვიუ ჩაწერა მამა სერაფიმე დანელიასთან, რომელიც მცენარეებისგან გამოსაჯანმრთელებელ ნაყენს ამზადებს.
დეკანოზის დაყენებული ნაყენი მძიმე ავადმყოფობებს შველის, რის შესახებ მან ჟურნალთან ისაუბრა.
„23 წლის წინ ამ ნაყენით ჩემი სიდედრი სიმსივნისგან განიკურნა. ეს ამბავი იმ ჟურნალში გამოვაქვეყნე, მარტვილში რომ ვუშვებდით მე და ჩემი მეუღლე. წლები გავიდა და ვიღაცამ აღმოაჩინა ძველ ჟურნალში ეს ამბავი და ინტერნეტში გაავრცელა. ატყდა ხმაური და უამრავი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რის მერე მეც ჩავერიე.
მხოლოდ წამლის დალევით არ ხდება მკურნალობა. აქაც ყველაზე დიდი სასწაული ადამიანისა და ღმერთის თანხვედრაა, მაშინ წყდება ყველაფერი. რწმენა უმნიშვნელოვანესია ამ ბუნებრივ საშუალებასთან ერთად. ჩემს სიდედრს, რომელიც ჩვენი ტაძრის მგალობელი იყო, მეოთხე სტადიის სარკომა ჰქონდა ყელის მიდამოში. რუსეთში არქიმანდრიტ გიორგის მოვუყევი ჩვენი განსაცდელის შესახებ, მან კი ბალახები და მათი დამზადების რეცეპტები გამიმხილა და დამარიგა, როგორ მოვქცეულიყავი. გულმოდგინედ ილოცოს, მიიღოს ეს ნაყენი და ნახავთ ღვთის ნებასო, მითხრა. მართლაც მოხდა სასწაული.
განკურნების შემდეგ ჩემი სიდედრი მონაზონი გახდა. სხვა ბევრიც განკურნებულა ამ ნაყენით. შეიძლება მიიღოთ სხვა სახის მკურნალობის პარალელურად. პროფილაქტიკისა და კიბოს პრევენციის მიზნით ეს წამალი ჯანმრთელმა ადამიანმაც შეიძლება მიიღოს. პირველ რიგში, გამოცდილება მალაპარაკებს, რომ ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის ამ ნაყენს მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია.“