თბილისში დაავადებული ცხენის ხორცი იყიდებოდა - რა რეაგირება მოჰყვა სახელმწიფოსგან?
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გვამცნობს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს.
ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს.
"შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს.
ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა ქ. თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით", - წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები